წარმოება და დანადგარები

წარმოება და დანადგარები

მინისა და სარკის ჭრა-დამუშავება

მინისა და სარკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო. მინის წრთობა, მინაპაკეტი, ლამექსი, სხვადასხვა სისქისა და ფერის მინა, სარკის დაჭრა-დამზადება, ფორმების ამოჭრა.

იტალიური დანადგარი GENIUS RS-A

მინის ლაზერული საჭრელი დანადგარი სწრაფი მომსახურებისა და ზუსტი ზომებისთვის.

CNC “მასტერი”

3 ღერძზე მუშაობის ფუნქციით, “მასტერი” საშუალებას იძლევა ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭრა-დამუშავებისათვის.

ქვიშით ხატვა – “სატინა”

სპეციალური დანადგარი ქვიშით მინისა და სარკის პროდუქციაზე ავტომატურ რეჟიმში ქმნის ინდივიდუალურ ფორმებს.

მოხეხვა

მინის წრთობა შეუძლებელია გვერდების დამუშავების გარეშე. რიგ შემთხვევებში მომხმარებელს გვერდების დამუშავება არ ჭირდება, 4 გვერდის დასამუშავებელი დანადგარი რამდენიმე წამში უზრუნველყოფს სწრაფ და იაფ გამოსავალს.

“პეტე”

დანადგარი წრიული ფორმების დამუშავებისთვის

მინის ლამინირება – ლამექსი

ევროპული ხარისხის იტალიური დანადგარი “ლამექსი” LGM 4.2. ორი ან მეტი მინის შეწებება 170 გრადუსზე სპეციალური ფირისა და დანადგარის საშუალებით. ლამინირებული მინა არის გარანტია უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვისათვის. შესაძლებელია ნაწრთობი მინის ლამინირება, რაც კიდევ უფრო მეტ სიმყარეს შემატებს.

EVA ფირი გამოირჩევა მაღალი გამჭვირვალობითა და  გამძლეობით:

  • სიმხურვალესთან
  • ტენიანობასთან
  • ულტრაიისფერ სხივევბთან
  • ფიზიკურ ზემოქმედებასთან
გვერდების დამუშავება

საწარმოში 6 დანადგარი უზრუნველყოფს დაჭრილი მინა-სარკის გვერდების დამუშავებას. სხვადასხვა ფორმისა და ზომის დიზაინით.

მინის წრთობა

მინის წრთობა აუცილებელი პირობაა უსაფრთხოების ზომების მისაღებად, 700 გრადუსზე გამოწრთობილი მინაპირვანდელ მდგომარეობაზე 4-ჯერ მყარია, ასევე გატეხვის შემთხვევაში მინა იშლება პატარა ნაწილაკებად, რასაც მინიმუმამდე დაყავს გარშემომყოფთა დაზიანების შესაძლებლობა.

მინის სახვრეტი

ლაზერით აღჭურვილი დანადგარი ზუსტი ზომებით მინის და სარკის გასახვრეტად

მინის რეცხვა

“სტანდარტის” საწარმოში დამზადებული პროდუქცია ირეცხება სპეციალური მინის სარეცხი დანადგარებით.

პორტფოლიო

ჩვენი ნამუშევრების ნახვა შეგიძლია ქვემოთ მოცემულ გალერეაში